„მადლობა, ერთგულებისთვის, სიყვარულისა და სითბოსთვის“ - იანეულის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულებისგან საჩუქარი მიიღო
10-06-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე, არაერთი წარჩინებული და სასახელო თაობა აღზრდილა, რითაც ყოველთვის ამაყობს სკოლის დირექცია და პედკოლექტივი

სკოლაში ახარებთ, რომ კურსდამთავრებულები არ ივიწყებენ მშობლიურ სკოლას და საყვარელ პედაგოგებს. 

სკოლის კურსდამთავრებულებმა და აქტიურმა მხარდამჭერებმა,  IX და X კლასების მოსწავლეებს, მათ დამრიგებლებს, დირექტორსა და იმ მოსწავლეებს, რომლებმაც მაღალი აკადემიური მოსწრებით დაამთავრეს სასწავლო წელი „ლოცვანის“ სრული კრებული გამოუგზავნეს.

სკოლაში მადლობას უხდიან სოსო და დათო თოდრიებს სითბოსა და ერთგულებისთვის.

„მადლობა საჩუქრისთვის სოსო და დათო თოდრიებს, რომლებმაც დამამთავრებელ IX და X კლასის მოსწავლეებს, მათ დამრიგებლებს, დირექტორს და იმ მოსწავლეებს, რომლებმაც მაღალი აკადემიური მოსწრებით დაამთავრეს სასწავლო წელი, „ლოცვანის“ სრული კრებული გამოუგზავნეს საჩუქრად. 

განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ წლების შემდეგაც არ ივიწყებთ თქვენს სკოლას, ზრუნავთ მოსწავლეებსა და პედაგოგებზე. მადლობა ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის და იმ სითბოსთვის, რომელსაც მუდამ უნაწილებთ თქვენს სკოლას.  პატივისცემით სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203