ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელებმა დაწყებით საფეხური საზეიმო ღონისძიებით დაამთავრეს
10-06-2026

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.

დამრიგებლის, ნანა ზაზაძე ხელმძღვანელობით გამართულ ღონისძიებას მშობლები, პედაგოგები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზეს და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

საზეიმო ღონისძიებაზე პატარებმა იცეკვეს, იმღერეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს. თითოეული გამოსვლა სითბოთი, ემოციითა და გულწრფელობით იყო სავსე, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

მუსიკალური ნაწილის მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მუსიკის მასწავლებელს, ლეილა თელიაშვილი, რომლის მხარდაჭერით მოსწავლეებმა დაუვიწყარი ნომრები წარადგინეს.

სკოლის საზოგადოებამ მეოთხეკლასელებს მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცა და მომავალშიც არაერთი წარმატება უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203