ეროვნულმა სულის ზეიმი ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში 
10-06-2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, პედაგოგ შორენა გოგოხიას ხელმძღვანელობით გამართული ღონისძიება.

მოსწავლეები სამშობლოს გმირულ წარსულს, იმედიან მომავალს მოეფერნენ ​ლიტერატურული კომპოზიციით - „სამშობლო ჩვენი სუნთქვაა“, „სამშობლო, ღმერთი, ადამიანი“.

სკოლაში ეროვნულმა სულმა იზეიმა - მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო ნომრებით წარდგნენ და ხოტბა შეასხეს სახელოვან გმირებს, მათ თავდადებასა და იმ ღირებულებებს, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას. 

საღამომ თბილ გარემოში ჩაიარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მშობლები და  მასწავლებლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203