„მხიარული მათემატიკა“ - სათხის საჯარო სკოლაში IV კლასების მოსწავლეებისთვის ვიქტორინა გაიმართა
10-06-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის  IV კლასების მოსწავლეებმა სასწავლო წლის მიწურულს მათემატიკური ცოდნა საინტერესოდ შეაჯამეს. 

5 ივნისს, სკოლაში ვიქტორინა - „მხიარული მათემატიკა“ გაიმართა. 

ვიქტორინას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგმა მანუშაკ ვანციანმა და ბილინგური სწავლების სპეციალისტმა ანჟელა ბაღოიანმა

ფერად პერანგებაში გამოწყობილი მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ, კითხვებს სამაგალითოდ გაართვეს თავი, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ორ ენაზე - სომხურად და ქართულად წარიმართა. 

ვიქტორინის დასასრულს ყველა მოსწავლე აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა. გამარჯვებული გუნდის წევრებმა მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები.

„დიდებული განცდაა, როცა შენი გაცემული ცოდნის ნაყოფს ხედავ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203