მარტუნის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ერთადერთი მეცხრეკლასელისთვის დაირეკა
10-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო წლის დასასრული განსაკუთრებული და ემოციური აღმოჩნდა. „ბოლო ზარი“ წელს მხოლოდ ერთი IX კლასელისთვის დაირეკა.

სკოლის ერთადერთმა მეცხრეკლასელმა წარმატებით დაასრულა საბაზო საფეხური და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად სკოლაში გაიმართა თბილი და ემოციური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ პედაგოგები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოსწავლეები.

სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა აღავნი ავაქიანმა, მოსწავლეს სწავლის დასრულება მიულოცა, წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობასა და განათლების მიღების გზაზე და აღნიშნა, რომ თითოეული მოსწავლის მიღწევა სკოლისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203