
ირაკლი ბაზაძის სახელობის მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოსწავლეებს ქართული კულტურისა და ტრადიციების სიყვარულსა და პატივისცემას ასწავლიან.
სწორედ, რომ ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია უნიკალური ეროვნული სამოსი.
ესთეტიკისა და ქართული ენის კათედრის ხელმძღვანელობით მოსწავლეები ჩართული იყვნენ აქტივობაში თემაზე - „ეროვნული სამოსი - წარსული, აწმყო, მომავალი“.
მოსწავლეებმა - თამარ კუპრაშვილმა, ნუცა ტოგონიძემ და მარიამ ბუსხრიკიძემ მონაწილეობა მიიღეს და შექმნეს ნახატები.
მოსწავლეებმა, მართლაც რომ შთამბეჭდავი ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა ნამუშევრების წარდგენა მოხდა რესურსცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე.
იხილეთ ფოტოები: