საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელებმა მცხეთის წმინდა ადგილები მოილოცეს 
11-06-2026

სასწავლო წლის მიწურულს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის არაერთი სასწავლო-შემენცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მათ შორის, მე-2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ქეთევან მოსულიშვილის ხელმძღვანელობით, შემეცნებით-გასართობი ექსკურსიების ფარგლებში, მცხეთას სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა მოილოცეს სვეტიცხოველი, დედათა მონასტერი, შიო მღვიმე, ითამაშეს ბუნებაში. 

ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მე-2 კლასელები დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ თბილისში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა-გიმნაზიაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203