„ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ - ქუთაისის N38 სკოლის მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება ნიღბების თეატრში გაიმართა
10-06-2026

ქუთაისის N38 სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული ოთხი წელიწადი შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება, სახელწოდებით - „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ნიღბების თეატრში გაიმართა. 

მეოთხეკლასელებმა თავიანთი ნიჭით, შემოქმედებითა და დაუვიწყარი შესრულებით მაყურებელი მართლაც საოცრებათა ქვეყანაში ამოგზაურეს. ზღაპრული პერსონაჟები, ფერადი კოსტიუმები და ბავშვების გულწრფელი ემოციები ამ დღის განსაკუთრებულ ხიბლად იქცა.

ღონისძიება პედაგოგ ქრისტინე ნიკოლეიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს ღონისძიება იყო არა მხოლოდ ოთხწლიანი სასკოლო ცხოვრების ლამაზი შეჯამება, არამედ ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონებების ზეიმიც.

„თითოეულმა მოსწავლემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ოცნებებს საზღვრები არ აქვს და საოცრებები იქ იწყება, სადაც ბავშვების გულწრფელი ღიმილი და ფანტაზიაა.

ვულოცავთ ჩვენს მეოთხეკლასელებს ამ მნიშვნელოვან ეტაპს, ვუსურვებთ წარმატებებსა და ბედნიერ მომავალს. დარწმუნებულები ვართ, რომ მათ წინ კიდევ უამრავი საოცარი თავგადასავალი ელოდებათ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203