„მათემატიკა -კომპიუტერული მეცნიერების საფუძველი“- საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
10-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა შემეცნებითი პრეზენტაცია თემაზე - „მათემატიკა - კომპიუტერული მეცნიერების საფუძველი“, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ინგა ჩადუნელი) მოამზადეს.

პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ეჩვენებინათ მათემატიკის მნიშვნელოვანი როლი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მეცნიერების განვითარებაში.

მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ გამოიყენება მათემატიკური ცოდნა პროგრამირების, ალგორითმების, მონაცემთა დამუშავებისა და სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიის შექმნის პროცესში.

მოსწავლეებმა აუდიტორიას საინტერესო მაგალითების მეშვეობით გააცნეს კავშირი მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებას შორის, ხაზი გაუსვეს ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარების მნიშვნელობას, რომლებიც ორივე სფეროს საფუძველს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია მათემატიკური კვირეულის ფარგლებში გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203