
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლას მომავალი პირველკლასელები, ბაგა-ბაღის აღმზრდელებთან ერთად, ესტუმრნენ.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა სკოლის მომავალ პირველკლასელებს დიდი სიყვარულით უმასპინძლეს.
პატარებმა დაათვალიერეს სასკოლო სივრცეები, საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, გაიცნეს მომავალი პედაგოგები.
კლასის ხელმძღვანელმა თამარ ხუციშვილმა, სკოლის დირექტორმა ლიანა ერგემლიძემ, პედაგოგებმა და მთლიანად სასკოლო საზოგადოებამ პატარები დიდი სიყვარულით მიიღეს.
მომავალ თაობას სკოლაში სულმოუთქმელად ელოდებიან და პატარებს საინტერესო შემეცნებით თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: