ნაბახტევის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო საჭადრაკო შეჯიბრი ჩატარდა
10-06-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ, ცოდნასა და შესაძლებლობებს კი სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წარმოაჩენენ. 

15 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, ესთეტიკა-ეთიკა-სპორტის კათედრაზე, ჩატარდა შიდასასკოლო შეჯიბრი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობდა 22 მოსწავლე. 

მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მე-3 ადგილი გიორგი შუბითიძემ (მე-4კლ.) მოიპოვა, მე-2 ადგილზე ლევან მაისურაძე (მე-5კლ.) გავიდა, პირველი ადგილი კი ბარბარე ჩუბინიძეს (მე-4 კლ) ერგო. 

მოსწავლეებს სპორტის პედაგოგმა ნიკოლოზ ფაფაკერაშვილმა სიგელები, მედლები და პრიზი გადასცა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203