
ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ინგლისურ ენას სიღრმისეულად სწავლობენ, ცოდნასა და შესაძლებლობებს კი სხვადასხვა კონკურსში წარმოაჩენენ.
გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლე სესილი მახარაძემ, მონაწილეობა მიიღო Lingostar-ის სამეტაპოვან ოლიმპიადაში და წარმატებით გაიარა მისი ეტაპები.
მიღწეული შედეგების საფუძველზე, იგი დაჯილდოების ცერემონიალზე მიიწვიეს. ღონისძიება გაიმართა საზეიმო ვითარებაში და მოიცავდა საინტერესო აქტივობებს.
ცერემონიალის მსვლელობისას, სესილი დაჯილდოვდა წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატით და გადაეცა საჩუქრები.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, სესილის გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში.