
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, შუასურების საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის - III-IV კლასების მოსწავლეებს შორის ჩატარდა მათემატიკის შემაჯამებელი გაკვეთილი-ვიქტორინა, სახელწოდებით - „ცოდნის მწვერვალი“, რომელშიც ორი გუნდი მონაწილეობდა, მოსწავლეებმა გუნდურ დავალებებთან ერთად შეასრულეს ინდივიდუალური ტესტები და სხვადასხვა აქტივობები.
ვიქტორინის მიზანი იყო ცოდნის დემონსტრირება, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება, ცოდნის გაღრმავება, განვლილი მასალის ერთიანობაში აღქმა და მისი პრაქტიკაში გამოყენება. სწავლებაში სახალისო აქტივობების დამკვიდრება.
ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი - „ჭკვიანი პატარები“, ყველა მონაწილე მოსწავლეს გადაეცა შესაბამისი სიგელები.
ვიქტორინა მოამზადა დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებელმა მაყვალა ტრაპაიძემ.
იხილეთ ფოტოები: