ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასელები ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმს სტუმრობდნენ
10-06-2026

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

27 მაისს ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლეები ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმს ესტუმრნენ.

ბავშვები გაეცნენ ინფორმაციას დავით კლდიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, განსაკუთრებით დაინტერესდნენ მწერლის საქმიანობით აჭარაში.

„წარმოდგენილმა სამუზეუმო ექსპონატებმა ნათლად დაგვანახა ის ეპოქა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კლდიაშვილის შემოქმედებაზე“,- გვიყვებიან სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში დაცულია უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალა დავით კლდიაშვილის ბათუმში მოღვაწეობის შესახებ. გამოჩენილი ქართველი მწერალი 1900-იან წლების ბოლოსა და 1910-იან წლების დასაწყისში ბათუმის დრამატულ თეატრს ხელმძღვანელობდა, რაც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიზიტის მიზანი იყო სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნის გაღრმავება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203