
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ, რაც მათ მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება.
ახლახან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, შექმნეს სხვადასხვა პროდუქტის ინგლისურენოვანი სარეკლამო პლაკატები (Commercial).
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი, საკომუნიკაციო და პრეზენტაციის უნარების განვითარება.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით იმუშავეს, გამოავლინეს კრეატიულობა და წარმატებით წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები.
იხილეთ ფოტოები: