
კერძო სკოლა „ინტელექტში“ მოსწავლეებს საგნებთან ერთად სიკეთის კეთებას, ემპათიასა და კაცთმოყვარეობას ასწავლიან.
სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. 1-ელ ივნისს, სკოლაში საქველმოქმედო აქცია - გამოფენა-გაყიდვა - გაიმართა.
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბავშვების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებიც სტუმრებმა შეიძინეს და ამით კეთილ საქმეს შეუწყვეს ხელი.
გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული და შემოწირული თანხა სრულად მოხმარდა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დახმარებას. აღნიშნული აქცია კიდევ ერთხელ გახდა სიკეთის, თანადგომისა და სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება.
„მადლობას ვუხდით ყველა მონაწილესა და მხარდამჭერს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: