„ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!“- დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა „ივერიის“ მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება
10-06-2026

დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა „ივერიის“ მე-4 კლასელებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს და დაწყებითი საფეხურის ოთხწლიანი გზა შეაჯამეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

გამოსაშვები ღონისძიება სახელწოდებით -„ჩვენ საქართველოს მომავალი ვართ!“ მეტად საინტერესოდ წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა.

მოსწავლეებმა დამრიგებელები სიამაყით აავსეს, მშობლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - მაია ნიკოლეიშვილი და მაკა ჭიჭინაძე, რომლებიც მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ მასწავლებლები, სკოლა და ქვეყენა. 

„წარმატებული ოთხი წელი და წინ ახალი მიზნებისკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203