
დედამიწა, რომ ჩვენი საერთო სახლია კერძო სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი გარემოსდაცვით პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობას ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დედამიწის დღე.
მოსწავლეები განსაკუთრებული ენთუზიაზმით ჩაერთნენ პროექტებში და შექმნეს შთამბეჭდავი ნამუშევრები. მოსწავლეებმა მეორეული ნივთებისგან სასწავლო რესურსები დაამზადეს. მათ გამოუსადეგარ ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინეს და საინტერესო პროექტები წარმოადგინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეული პროექტი ასახავს მათ დამოკიდებულებას გარემოს მიმართ, პასუხისმგებლობას და სურვილს, რომ ჩვენი პლანეტა იყოს სუფთა და დაცული.
„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ დიდი ცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება - გარემოზე ზრუნვით, ეკოლოგიური ცნობიერებით და აქტიური ჩართულობით“- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: