ჩვენი საქართველო აქ არის - ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის IV კლასის შთამბეჭდავი გამოსაშვები საღამო
10-06-2026

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

მოსწავლეებმა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება გამართეს და ცოდნა შეაჯამეს. 

ღონისძიება ატარებდა, როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებით ხასიათს და გაჯერებული იყო პატროტული სულისკვეთებითა და სამშობლოს სადიდებელი ნომრებით. 

„ჩვენმა პატარა გიმნაზიელებმა კიდევ ერთხელ გაგვახსენეს, რომ სამშობლოზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არაფერია.

დიდი მადლობა, ეკა მასწავლებელს ამხელა შრომისთვის.

ასევე უდიდესი მადლობა ჩვენს თიკო და ვასკა მასწავლებლებს ასე კარგად რომ ამღერეს და აცეკვეს ბავშვები.

უმთავრესი მადლობა კი ჩვენს უნიჭიერეს ბავშვებს, შესანიშნავი შესრულებისთვის და მათ მშობლებს გვერდში დგომისთვის. მართლაც დაუვიწყარი დღე გამოვიდა. გახდი გიმნაზიელი აქ ზრუნავენ შენს წარმატებულ მომავალზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203