
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 10 ივნისს, 13:00 საათზე, მასწავლებლებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა გეოგრაფიისა და უცხოური ენების გამოცდებს დაეთმობა, რომელშიც მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ პირებს Microsoft Teams-ის ბმულის საშუალებით შეეძლებათ.
მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ. აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ, წერილობით დასვან შეკითხვები და ცენტრის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ.
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის მიმართულების კოორდინატორი ეთერ ნებიერიძე და სახელმწიფო და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან ტყემალაძე გაუძღვებიან.