
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს.
გამოსაშვები ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება სავსე იყო ემოციებით, განშორების სევდითა და ახალთან შეხვედრის მოლოდინით.
თბილი სიტყვები არ დაიშურეს ბავშვებმა პირველი მასწავლებლისთვის, რაც იყო მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლების ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგი.
ღონისძიება გაალამაზეს მომავალმა პირველკლასელებმა. ულამაზესად გაფორმებული სცენა, სიყვარულით და სითბოთი შექმნილი თითოეული დეტალი დასამახსოვრებელს და შთამბეჭდავს ხდიდა ირგვლივ ყველაფერს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორ მარიამ გუდავაძეს, კლასის ხელმღვანელ შუშანა კონცელიძეს, ასევე, მუსიკის მასწავლებელ ნესტან ბაჯელიძეს, მშობლებს - სოფო გორგიშელს, სოფო გულუას, ვერიკო ჟღენტს - და, რაღა თქმა უნდა, საყვარელ მეოთხეკლასელებს.
იხილეთ ფოტოები: