იმედით სავსე თვალები, სიამაყით აცრემლებული მშობლები და ასობით ბედნიერი ბავშვი, რომლებიც საკუთარი შრომისა და ნიჭის აღიარებას იზეიმებენ - საგანმანათლებლო პლატფორმა Izrune.ge ქვეყნის ყველაზე კაშკაშა „ვარსკვლავებს“ დიდ სცენაზე უხმობს.
13 ივნისს თბილისი დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიის ეპიცენტრი გახდება, სადაც ერთგულ მოსწავლეებს სპეციალური დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ, შემდეგ კი საგანმანათლებლო ესტაფეტა აჭარაში გადაინაცვლებს - ზუსტად ერთ კვირაში, 20 ივნისს, ანალოგიური მასშტაბური დღესასწაული ბათუმში მოეწყობა, სადაც რეგიონის გამორჩეული „იზრუნელები“ კუთვნილ ჯილდოებსა და აღიარებას მოიპოვებენ.
izrune.ge-ს უკვე ტრადიციადქცეული მასშტაბური დღე-სასწაული კიდევ ერთი დასტურია, რომ ყველაზე მზრუნველი საგანმანათლებლო პროექტი წლებია, დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დგას მომავალი თაობების წიგნიერებისა და განათლების სადარაჯოზე.
izrune.ge-მ - მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა, გააერთიანა სკოლა, მოსწავლე, მშობელი, ირგვლივ ათიათასობით თანამოაზრე შემოიკრიბა და განვითარებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი ტესტების საშუალებით, ერთგულ იზრუნელებს ეხმარება წარმატების მწვერვალების დაპყრობაში.
ასე რომ 13 და 20 ივნისი თბილისისა და ბათუმისთვის განსაკუთრებული თარიღებია: ცოდნის დღესასწაული სპეციალურად Izrune.ge-ს ვარსკვლავებისთვის, მათი ოჯახის წევრების, ერთგული გულშემატკივრებისთვის მოეწყობა, სადაც თითოეული ბავშვი იგრძნობს, რომ მისი შრომა და მონდომება დაფასებულია.