
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობის ფარგლებში ფლუგერი (ქარის მიმართულების მაჩვენებელი) დაამზადეს და მისი მუშაობაც პრაქტიკულად გამოსცადეს.
პროექტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, თეორიული ცოდნა რეალურ პრაქტიკულ საქმიანობასთან დაეკავშირებინათ და ბუნებრივი მოვლენების შესწავლაში აქტიურად ჩართულიყვნენ.
ფლუგერის შექმნის პროცესში მოსწავლეები გაეცნენ მისი მუშაობის პრინციპს, დანიშნულებასა და მნიშვნელობას მეტეოროლოგიურ დაკვირვებებში.
დამზადების შემდეგ მათ მოწყობილობა გამოსცადეს და დააკვირდნენ, როგორ იცვლის ის მიმართულებას ქარის მოძრაობის შესაბამისად.
„თეორია პრაქტიკის გარეშე მკვდარია“, - აღნიშნავენ სკოლაში და ხაზს უსვამენ, რომ პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებს ცოდნის უკეთ გააზრებასა და მის ეფექტიანად გამოყენებაში ეხმარება.
იხილეთ ფოტოები: