
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილის ფარგლებში, წარმოადგინეს შემოქმედებითი პროექტი Welcome to Tbilisi - ბავშვები თბილისის გიდებად მოგვევლინენ და მსოფლიოს საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი ინგლისურ ენაზე გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები ნამდვილ მკვლევრებად იქცნენ. მათ დიდი ინტერესით შეისწავლეს თბილისის ყოველი მნიშვნელოვანი კუთხე-კუნჭული, გააცოცხლეს ძველი თბილისის ისტორიული ქუჩები და მოედნები, ასევე ეკლესიები და ისტორიული ნაგებობები, რომლებიც ქალაქის სულს ინახავენ, წარმოადგინეს ინფორმაცია მუზეუმების შესახებ, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ერწყმის... ასევე მოსწავლეებმა შექმნეს უნიკალური ვიდეორგოლი
პროექტმა ხელი შეუწყო:
ინგლისური ენის სასაუბრო უნარების განვითარებას;
კვლევითი და საპრეზენტაციო უნარების გაუმჯობესებას;
გუნდური მუშაობის გამოცდილების მიღებას;
საკუთარი ქალაქისა და ქვეყნის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას.
პროექტის სულისჩამდგმელს, ვაზგენ მასწავლებელს კი, უდიდესი მადლობა ეკუთვნის იმისთვის, რომ მან გაკვეთილი შემოქმედებით დღესასწაულად აქცია.
იხილეთ ვიდეორგოლი