მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა
10-06-2026

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სასწავლო წლის მიწურულს მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა. 

სტენდზე - ნუცა ტოგონიძის, მარიამ ბუსხრიკიძის, თამარ კუპრაშვილის, მარიამ ხარშილაძის და თეკლა კომლაძის მრავალფეროვანი ნამუშევრები გამოიფინა.

მოსწავლეთა ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. 

აღსანიშნავია, რომ მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები ყოველთვის მხარდაჭერილია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203