წარმატების ახალი ფურცელი - ირაკლი ბაზაძის სახელობის მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება მუნიციპალურ კონკურსში
09-06-2026

სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ყოველდღიურად დიდი ოცნებები იბადება, სადაც მასწავლებლის გულმოდგინება მოსწავლის თვალებში ინტერესის ნაპერწკლად იქცევა და ერთიანი, ძლიერი გუნდი საოცრებებს ახდენს. სწორედ ასეთი გამორჩეული, შემოქმედებითი და სიყვარულით სავსე გარემოა ირაკლი ბაზაძის სახელობის, საჩხერის მუნიციპალიტეტის, მახათაურის საჯარო სკოლაში, რომელმაც კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია.

ამჯერად სკოლის სახელი მუნიციპალურ კონკურსში „ჩვენი სამყარო 2026“ გაჟღერდა, სადაც მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნითა და გულმოდგინებით ყველას გული მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში სკოლის ღირსებას მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები იცავდნენ, რომელთაც დაამტკიცეს, რომ მათ მონდომებასა და შრომისმოყვარეობას საზღვრები არ აქვს:

გვინდა გაგაცნოთ მარიამ ბუსხრიკიძე (VI კლასი), ნუცა ტოგონიძე (VI კლასი), მარიამ ხარშილაძე (VII კლასი), თეკლა კომლაძე (VII კლასი) - ამ ბავშვებმა კონკურსზე არა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობები, არამედ მშობლიური სკოლის ღირებულებები წარმოაჩინეს, წარმატებასაც მიაღწიეს და სიგელებთან ერთად, სპეციალური საჩუქრებიც დაიმსახურეს.

ამ დიდი წარმატების მიღმა კი, რა თქმა უნდა, მახათაურის საჯარო სკოლის დირექცია და პროფესიონალი პედაგოგები დგანან, რომლებიც არ ზოგავენ თავს, მოსწავლეებს მისცენ საფუძვლიანი განათლება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203