
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სკოლის პირველკლასელებისთვის განსაკუთრებული დღე დადგა, მათ წარმატებით ისწავლეს ქართული ანბანი, უკვე კითხულობენ, წერენ, ლექსებს ამბობენ და აზროვნებენ სახელმწიფო ენაზე. მათი ღონისძიება სახელწოდებით - „ანბანის გაცილება“, სწორედ სასწავლო მიღწევების აღნიშვნას ემსახურებოდა.
საკლასო ოთახი საზეიმოდ მოირთო, თავად ბავშვებიც ლამაზად შეიმოსნენ, რამაც ღონისძიებას კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი შესძინა.
მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს პირველი სასწავლო წლის მანძილზე და ქართული ენის მასწავლებელი სიუზანნა ეღიკინი სიამაყით აავსეს.
დამსწრე საზოგადოებამ პატარებს სახელმწიფო ენის ანბანის სწავლა მიულოცა და მე-2 კლასში გადასვლა მიულოცა.
იხილეთ ფოტოები: