
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
პატარებმა მშობლიური „ანბანის გაცილება“ მოაწყვეს და სასწავლო წლის მანძილზე შეძენილ ცოდნას საინტერესო საზეიმო პროგრამით მოუყარეს თავი.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და როლური თამაშებიც შეასრულეს. პატარებმა წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და დამრიგებელი სიამაყით აღავსეს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია სომხური ენის პედაგოგმა - გეღეციკ გაბრიელიანმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. მათ მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ბედნიერი არდადეგები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: