
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა.
გაიმართა არაერთი სახალისო აქტივობა, რომელმაც მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
მოეწყო ასფალტზე ხატვა - ბავშვები ჯადოქრებად იქცნენ: მათ მიერ ფერადი ცარცებით შესრულებულ თითოეულ შტრიხში ზაფხულის სითბო, მშვიდობა და უსაზღვრო ფანტაზია იგრძნობოდა.
პედაგოგებმა ბავშვებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მოულოცეს და მოსწავლეებს ბედნიერი ბავშვობა უსურვეს.
„გილოცავთ პირველ ივნისს! დაე, ყველა ჩვენი პატარას ცხოვრება ისეთივე ნათელი ყოფილიყოს, როგორიც მათი დღევანდელი ნახატებია“,- აღნიშნა სკოლაში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ხელოვნების მასწავლებელი ვანიკ თევანიანი და დამრიგებლები.
ასევე ჩატარდა დიდი და მხიარული „სპორტლანდია“. სკოლის ეზო სპორტულ მოედნად იქცა, სადაც სუფევდა უტეხი გუნდური სული და დიდი სპორტული შემართება.
ჩვენმა მოსწავლეებმა დაამტკიცეს, რომ არიან ძლიერები, სწრაფები და ერთიანები.
„ვულოცავთ ყველა მონაწილესა და გამარჯვებულს: დაე, ჩვენი ბავშვების ცხოვრების ყველა სტარტი ყოფილიყოს წარმატებული, ხოლო სავალი გზა - მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებებით სავსე“,- აღინიშნა სკოლაში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სპორტის მასწავლებლები - კარინე გალოიანი და არევიკ ბადიშიანი.
იხილეთ ფოტოები: