
თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ჩილინდრიშვილი ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ პროექტის გამარჯვებულია.
ახლახან, „დავითიანნის“ არაფორმალური განათლების სასწავლო ცენტრში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღინისძიებაზე საბა ჩილინდრიშვილი საზეიმოდ დაჯილდოვდა. საპატიო სიგელი გადაეცა ასევე ქართული ენის მასწავლებელ ლილიანა გვიჩიას.
სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე მოსწავლესა და მასწავლებელს წარმატებას ულოცავს.
„ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ შემაჯამებელი საღამო და ჩვენი გამარჯვებული - საბა ჩილინდრიშვილი. მადლობის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ქართული ენის მასწავლებელი - ლილიანა გვიჩია წლის განმავლობაში გაწეული ფასილიტაციისათვის
გილოცავთ, წარმატებები მარად“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.