არაგვის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა ჰოვანეს თუმანიანის ზღაპარი გააცოცხლეს
09-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში საინტერესო ლიტერატურული ღონისძიება გამართა. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა სომხური ენის მასწავლებლის - ჰაიკანუშ გადიანის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს ჰოვანეს თუმანიანის ზღაპარი - „ანბან ჰურინ“ (უსაქმური ჰურინი). 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან,  თუმანიანს ამ ზღაპრით სურდა გადმოეცა, რომ ადამიანი უნდა იყოს შრომისმოყვარე, ხელმარჯვე, პასუხისმგებლიანი, რადგან მხოლოდ საკუთარი შრომით შეუძლია ადამიანს მიაღწიოს მიზანს.

მასწავლებლის მიზანია, მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ სიზარმაცე  უარყოფითი თვისებაა, შრომისმოყვარეობა ფასდება, ყველა ადამიანმა საკუთარი შრომით უნდა მიაღწიოს მიზანს. შრომისმოყვარეობას და გარჯას კი მოსწავლე სკოლაში, კარგი სწავლით იწყებს.

მოსწავლეებმა ზღაპრის მიზანი ზუსტად, საოცარი ოსტატობით წარმოაჩინეს.

წარმოდგენას ესწრებოდნენ მშობლები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.

მოსწავლეთა სამსახობო შესრულებით აღფრთოვანებულმა დამსწრე საზოგადოებამ გულთბილი ტაშით დააჯილდოვა პატარა მსახიობები.

როგორც სკოლის დირექტორი ანდრიას აბდოიანი აღნიშნავს, ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში  სხვადასხვა ტიპის წარმოდგენების გამართვა, ეს ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას და ცოდნის ნათლად წარმოჩენას.

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის მასწავლებელს და მოსწავლეებს საინტერესო და ნაყოფიერი წარმოდგენისთვის

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203