გარემოსდაცვითი ღონისძიებების კვირეული დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში
09-06-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა დედამიწის საერთაშორისო დღე.  

სკოლაში თემატური კვირეული მოეწყო, რომელშიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

​კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა: დასუფთავებისა და გამწვანების აქციები, ​თემატური ნახატებისა და პოსტერების გამოფენა, ​თემატური ვიდეომასალის ჩვენება, ​კედლის გაზეთის გამოშვება, ​პერფორმანსი - „ჩვენი ძალა ჩვენი პლანეტაა“.

​კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება მეექვსე კლასში, კლასის დამრიგებლის - თეა ქავთარიას ხელმძღვანელობით, ჩატარდა.

ეკოკლუბის წევრებმა წარადგინეს პრეზენტაციები თემებზე - „ერთად დავიცვათ ჩვენი პლანეტა“ და „პლასტიკის მოხმარების შემცირება“.

როგორც სკოლის მოსწავლე მარიამ მარგასარიანი გვეუბნება, მსგავსი აქტივობები ბავშვებს გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობას აჩვენებს.

„მოსწავლეებმა გაიაზრეს და შეიმეცნეს, უხარიათ დედამიწაზე ზრუნვა, რადგან სიცოცხლე მხოლოდ აქ არის“,- განაცხადა ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა, მედეა ობოლაძემ.

კლასის ხელმძღვანელმა თეა ქავთარიამ კი ხაზი გაუსვა მოსწავლეების გუნდურ მუშაობას.

​აქტივობებში ჩართულობისთვის მოსწავლეებს გადაეცათ „მწვანე ბარათი“ და სერტიფიკატები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203