ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა შთამბეჭდავი პროექტ-გაკვეთილი - მოსწავლეებმა მუსიკალური ელემენტების გამოყენებით ცხოვრების ერთი დღე აღწერეს
09-06-2026

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდს, სტრატეგიასა თუ მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ და მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. 

8 ივნისს, ნაბახტევის საჯარო სკოლა მე-3 კლასში (დამ: ანა ხმალაძე). ესთეტიკა-ეთიკა-სპორტის კათედრაზე, მუსიკის პედაგოგმა, მაია რიჟამაძემ ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი თემაზე - „დღის ყველაზე კარგი ეპიზოდი“.

გაკვეთილის მიზანი იყო მუსიკალური ელემენტების გამოყენება ცხოვრების ერთი დღის აღსაწერად. ასევე მუსიკალური ელემენტების გაანალიზება, რომელთა საშუალებითაც სხვადასხვა კომპოზიციაში ცხოვრების ერთი დღე აღიწერება.

პედაგოგის მიერ დასმულ კითხვაზე დღის, რომელ მონაკვეთში გრძნობენ ყველაზე კარგად თავს. მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა გაკვეთილების პერიოდი დაასახელა, რადგან სწავლით ბევრ ცოდნას იღებენ, სხვადასხვა საგანს შეიმეცნებენ, ზოგმა თამაში და გართობა არჩია, თუმცაღა სწავლითაც კმაყოფილია.

მოსწავლეები დააკვირდნენ სანოტო ფრაგმენტებს და ქვემოთ მითითებულ გრაფაში დაწერეს შესაბამისი წინადადებები.  ასევე მოუსმინეს ვ.ა. მოცარტის შემოქმედებას -  „ექვეი გერმანულ ცეკვას - ლენდლერს, ი. ბრამსის - ​„ნანას“, ჯ. კახიძის „იავნანას“.

შემდეგ მოსმენილი მიცემულ ფოტოებს მიუსადაგეს, თან მსჯელობდნენ.

დავალებად კი უნდა აღწერონ ორი ნაწარმოებიდან ბრამსის „ნანადან“ და კახიძის „იავნანადან“ მიღებული შთაბეჭდილებები და მუსიკის რვეულში მიცემულ ჩარჩოში შექმნან ნახატი ან გამოიგონონ რაიმე ამბავი.

„ამით მოსწავლეებს უვითარდებათ ინდივიდუალობის, თვითშემოქმედების უნარი. გაკვეთილით თვითოეული მოსწავლე ძალიან კმაყოფილი დარჩა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო შემართება და მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203