მოსწავლეების მიერ დადებული ფიცი და საქართველოს სიყვარულით განმსჭვალული ღონისძიება განძის N2 საჯარო სკოლაში 
09-06-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქვეყნის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, მოსწავლეებმა ზარ-ზეიმით აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მესამე კლასებში გამართული ღონისძიება განსაკუთრებული სითბოთი და პატრიოტული სულისკვეთებით წარიმართა. 

ქართული ენის (როგორც მეორე ენის) მასწავლებელ კარინე ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა პატრიოტული ლექსებითა და ემოციური გამოსვლებით გამოხატეს პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ღონისძიების კულმინაცია იყო მოსწავლეების მიერ დადებული ფიცი - ისინი პირობას დებენ, რომ იქნებიან ღირსეული და პატრიოტი მოქალაქეები. განსაკუთრებით სიმბოლური იყო ბავშვების ვიზუალური მხარე - მათ სახეზე დახატული საქართველოს დროშა და ხელებზე გამოსახული გული ატარებდა მესიჯს, რომ სამშობლოს სიყვარულს ეროვნება არ გააჩნია.

„ჩვენი მიზანია, ბავშვებს გავუღვივოთ განცდა, რომ საქართველო არის საერთო სახლი, სადაც თითოეული მოქალაქე აშენებს ქვეყნის უკეთეს მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203