აბულის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ლამაზი გამოსაშვები ღონისძიებით დააგვირგვინეს
09-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს. 

მეოთხე კლასის მოსწავლეები თბილი და ემოციური ღონისძიებით დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს და მათ განათლებაშო ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. ღონისძიება სავსე იყო ლამაზი გამოსვლებით, სიმღერებით, ლექსებითა და მადლიერების სიტყვებით. 

ბავშვებმა 4 წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, აღნიშნეს სასწავლო მიღწევები და ცოდნა წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203