აშკალის საჯარო სკოლაში უილიამ შექსპირის შემოქმედებას ლიტერატურული საღამო მიეძღვნა 
09-06-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის, დონარა დანდანიანის ორგანიზებით, პოეზიისა და ლიტერატურის საღამო გაიმართა

ღონისძიება ინგლისურ ენაზე წარიმართა და უილიამ შექსპირის შემოქმედებას მიეძღვნა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა შექსპირის სხვადასხვა ჟანრის შემოქმედებიდან შეარჩიეს და წარმოადგინეს ნაწყვეტები. ისტორიული ჟანრი წარმოდგენილი იყო Henry V-ით, კომედიური ჟანრი — Twelfth Night-ით, ხოლო ტრაგედიის ჟანრი - Macbeth-ით.

მოსწავლეებმა ისაუბრეს აღნიშნული ნაწარმოებების შინაარსზე, მთავარ პერსონაჟებსა და იმ თემებზე, რომლებიც დღემდე აქტუალურია მსოფლიო ლიტერატურაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შექსპირის სონეტებს. ბავშვებმა მიმოიხილეს მათი მხატვრული ღირებულება, პოეტური ენა და ის უნივერსალური იდეები, რომლებიც სიყვარულის, დროის, ერთგულებისა და ადამიანის შინაგანი სამყაროს შესახებ გვიამბობს.

მოსწავლეებმა რამდენიმე სონეტი ინგლისურ ენაზე წაიკითხეს. ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო მცირე თეატრალური წარმოდგენები. მოსწავლეებმა დადგეს სცენები შექსპირის ტრაგედიებიდან — Romeo and Juliet, Hamlet და Othello.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203