ახალი მეთოდური სახელმძღვანელო გამოიცა - მასწავლებლის სახლი დეტალებზე
09-06-2026

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „STEAM სკოლებში“ პროექტის ფარგლებში მეთოდური რესურსის მესამე ნაწილის - „არდუინოს შემსწავლელი სახელმძღვანელო – რობოტი მანქანები“ ელექტრონული ვერსია გამოიცა.

გამოცემა მიკროკონტროლერ Arduino UNO-ს შემსწავლელი კურსის შემადგენელი ნაწილია და მოიცავს რობოტული სისტემების შექმნისა და პროგრამირების პრაქტიკულ და თეორიულ საფუძვლებს.

წიგნში წარმოდგენილია რობოტი მანქანების მრავალფეროვანი სამყარო, რომელშიც მექანიკა, ელექტრონიკა, პროგრამირება და ინჟინერია ერთიანდება. მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს რობოტი მანქანების შექმნის სრულ ციკლს - მარტივი 2WD (ორბორბლიანი წამყვანი) და 4WD (ოთხბორბლიანი წამყვანი) მოდელებიდან სრულფასოვან, ავტონომიურ და დისტანციურად მართვად სისტემებამდე.

რესურსი შექმნილია არა მხოლოდ რობოტების აწყობის ტექნიკური პროცესის აღსაწერად, არამედ იმ უნარების განსავითარებლად, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების საფუძველს წარმოადგენს.

სახელმძღვანელოში განხილულია სენსორების ლოგიკა, სისტემების ინტეგრაცია, ალგორითმული აზროვნება და კომპლექსური ამოცანების ეტაპობრივად გადაწყვეტის მეთოდები. აღნიშნული თემები ხელს უწყობს შემოქმედებითი მიდგომის, პრაქტიკული უნარებისა და ტექნოლოგიური სისტემების მუშაობის ღრმა გააზრების განვითარებას.

არდუინოს შემსწავლელი სახელმძღვანელო - რობოტი მანქანების“ ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პორტალზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203