„დღეს არსებული სახელოვნებო პროფესიები, შემოქმედება და წარმატებული კარიერა“-ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეები, პროექტის ფარგლებში, ფოტოხელოვანს შეხვდნენ
12-06-2026

3 ივნისს, სახვით და გამოყენებით ხელოვნების პროექტული სწავლების ფარგლებში, ქუთაისის N12 და იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლების მე-11 კლასელთა ერთობლივი პროექტის - „დღეს არსებული სახელოვნებო პროფესიები, შემოქმედება და წარმატებული კარიერა“ - წარდგენა გაიმართა. 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ლიკა ჯაფარიძე გახლავთ. 

პრეზენტაციაზე მიიწვიეს სტუმარი, ფოტოხელოვანი ვანო ჩაფიძე, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო თავისი შემოქმედება, საქმიანობის სპეციფიკა და ესაუბრა საყვარელ საქმიანობასა და პერსპექტიულ პროფესიას შორის გონივრული არჩევანის გაკეთების სირთულეებსა და შედეგებზე.

პროექტის ფარგლებში შედგა არა მხოლოდ სტუმრის , არამედ მე-9 კლასის მოსწავლეების - მათე მიქაძისა და მარიამ ლიპარტელიანის, აგრეთვე მე-11 კლასის მოსწავლის - ნინი ნიშნიანიძის ნამუშევრების წარდგენა.

საინტერესოდ წარიმართა პრეზენტაცია ქართული და მსოფლიო ხელოვნების მასშტაბით წარმატებული კარიერის მქონე კოლექტივებსა თუ კონკრეტულ ხელოვანებზე- ჰანს ციმერი, მაიკლ ჯექსონი, ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

მონაწილეებმა დისკუსიის ფორმატში განიხილეს მათი წარმატების განმაპირობებელი ფაქტორები, აგრეთვე სასარგებლო რჩევები მიიღეს მოწვეული სტუმრისა თუ დამსწრე პედაგოგებისგან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203