ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს დედაენის დაცვისა და დაფასებისკენ მოუწოდეს
13-07-2018
დედაენის დაცვის დღესთან დაკავშირებით ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6, მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება „ო, ენავ ჩემო“ მოამზადეს.
მათ საყვარელი ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს და ერთმანეთს დედაენის დაცვისა და დაფასებისკენ მოუწოდეს.
დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება თათული კილაძისა და საბა სირაძის მუსიკალურმა ნომერმა დატოვა.
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ჩხაიძემ ბიბლიოთეკარის მარიამ ჭანტურიას თანადგომით მოამზადა და ჩაატარა.
მას სკოლის დირექტორი გივი ხალვაში, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია