​„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“​ - ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ესეების კონკურსი ჩატარდა
11-06-2026

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ მოაწყო ესეების კონკურსი სახელწოდებით -„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“.

კონკურსში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები: მარიამ ფორჩხიძე (VII კლ.) ცოტნე ბარათაშვილი, ნიკოლოზ რობაქიძე, მართა ბუხრაიძე (VIII კლ.) თამარ ბუხრაიძე (IX კლ.) მარიამ ქიმუცაძე, გიორგი ჩაჩავა, საბა ჩაგანავა, საბა კამკამიძე (X კლ.) მარიამ დიდბარიძე, მარიამ განუგრავა (Xკლ.)

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში წერითი და შემოქმედებითი უნარების ხელშეწყობა, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება.

ნამუშევრები შეფასდა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით.

გამარჯვებულებად დასახელდნენ: IX კლასის მოსწავლე თამარ ბუხრაიძე, რომლის პედაგოგი ირმა დვალიშვილი გახლავთ, X კლასის მოსწავლე  მარიამ განუგრავა, რომლის პედაგოგია მაია ჩეჩელაშვილ და  X კლასის მოსწავლე  მარიამ ქიმუცაძ, რომლის მასწავლებელია თინათინ ჩაჩავა.

კონკურსის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სკოლის დირექტორმა, ნათია სულავამ გადასცა სამახსოვრო სიგელები და უსურვა წარმატებები სწავლასა და მომავალ საქმიანობაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203