
ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, წარმოაჩენენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას.
22 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის აკადემიური დოქტორის - თამარ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა მოსწავლეთა და სტუდენტთა რეგიონული კონფერენცია თემაზე - „მსოფლიოს საბუნებისმეტყველო მუზეუმებსა და ჰერბარიუმებში დაცული ბიომრავალფეროვნება“.
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის Xბ კლასის მოსწავლეებმა - მარიამ დიდბარიძემ და ნინო ფერაძემ, ბიოლოგიის პედაგოგ ხ. ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, იმუშავეს საინტერესო კვლევით ნაშრომზე და კონფერენციაზე წარადგინეს თემა - „როგორ აღადგენენ წარსულის გენომებს ჰერბარიუმებში“.
ნაშრომმა აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: