ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეები ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს სტუმრობდნენ
10-06-2026

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის თაოსნობით, მოინახულეს ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი.

ბატონმა მალხაზ ახვლედიანმა ფრიად საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს ქუთაისის ისტორიული შენობების, ხიდების, ეკლესიების შესახებ, გაახსენა ქუთაისის მრავალსაუკუნოვანი წარსული, დიდი მოწამეები, დიდი პიროვნებები.

მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ მუზეუმში განთავსებული ფოტომატიანით, მეოცე საუკუნის ფოტოაპარატების სამუშაო პრინციპით, საინტერესო რელიქვიებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203