„მუზეუმი“ -  შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
09-06-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და ბავშვების მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, შუასურების საჯარო სკოლაში განხორციელდა საინტერესო პროექტი სახელწოდებით - „მუზეუმი“.

პროექტში მონაწილეობდნენ მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში სიძველისადმი პატივისცემის გრძნობის გაღვივება.

  პროექტის მოკლე გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:

>ძველი ნივთების შეგროვება/დახარისხება;

>მუზეუმისთვის სივრცის მოწყობა და ექსპონატების განლაგება, სახელწოდებების მითითება(მიწერა);

>ძველი მონეტების განლაგება-დასახელებების მითითება (რომელი  მონეტა რომელ მეფეს ეკუთვნოდა);

> ექსკურსიამძღოლების მომზადება.

აღსანიშნავია, რომ „მუზეუმში“ მოსულ სტუმრებს ექსკურსიამძღოლობა გაუწიეს მოსწავლეებმა, მუზეუმს დასათვალიერებლად ეწვივნენ მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები.

პროექტი საინტერესოდ წარიმართა და ექსპონატებმა კი დამთვალიერებლის აღფრთოვანება გამოიწვია.

პროექტის ორგანიზატორი მასწავლებელი ლია რამიშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203