
ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოსწავლეებს ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში მასშტაბურად აღინიშნა დედაენის დღე.
ჩატარდა ქართული ენის კვირეული, რომელმაც არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ აქტივობა გააერთიანა.
მათ შორის გაიმართა სამაგიდო თამაშები, მოსწავლეებმა „ვეფხისტყაონის“ ლოტო ითამაშეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს „ვეფხისტყაოსნის“ სიდიადე, კარგად შეისწავლეს აფორიზმები.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, იმდენად საინტერესოდ წარიმართა თამაში, რომ მოსწავლეები გამარჯვებაზეც არ ფიქრობდნენ. შედეგად კი გაიმარჯვა მეგობრობამ და ამ დიდებული ნაწარმოების სიყვარულმა.
იხილეთ ფოტოები: