„ვულოცავთ, ამ ტრიუმფს თანამშრომლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და მთლიანად სასკოლო საზოგადოებას“- თბილისის N219 სკოლას 9-წლიანი სრული ავტორიზაცია მიენიჭა
08-06-2026
 

თბილისის N219 საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.

სკოლას, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 წლის ვადით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

სკოლაში ახარებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს.

„ჩვენი სკოლა უდიდესი წარმატებით აგვირგვინებს 2025-2026 სასწავლო წელს. თბილისის N219 საჯარო სკოლას 9- წლიანი სრული ავტორიზაცია მიენიჭა.

ავტორიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების უმნიშვნელოვანესი პროცედურაა. ჩვენმა სკოლამ ეს ეტაპი პირველივე ცდაზე წარმატებით გაიარა. ეს ნიშნავს, რომ სკოლა სრულად აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სასკოლო სტანდარტებს. ამაში, რა თქმა უნდა, ლომის წილი მიუძღვის სკოლის ხელმძღვანელს.

მადლობა ბატონ შალვა ხუციშვილს, თავის შრომისმოყვარე გუნდთან ერთად! მადლობა თითოეულ პედაგოგს ამ პროცესში გაწეული შრომისთვის! 

ვამაყობთ, რომ ჩვენი სკოლა არის ერთ-ერთი გამორჩეული და აღიარებული ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარების მხრივ.

ვულოცავთ, ამ ტრიუმფს სკოლის თანამშრომლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და მთლიანად სასკოლო საზოგადოებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ, მიიღო 2026 წლის 27 მაისის სხდომაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203