ზანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკაცეს კანიონი მოინახულეს
13-07-2018
ზანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, სასწავლო-შემეცნებით ექსკურიაზე იმყოფებოდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა ოკაცეს კანიონი ნახეს, დადიანების ისტორიული ტყე-პარკი დალაშქრეს, კიდული ბილიკი გაიარეს და პანორამული გადასახედით ისიამოვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.