
სკოლაში კიდევ ერთი „ცოდნელის“ საამაყო წარმატებით ხარობენ.
სკოლა „ცოდნას“ XII კლასის მოსწავლე, ოქროსმედალოსანი თამარ ვართანიანი, ჩაირიცხა სხვადასხვა ქვეყნის (თურქეთი, ჩეხეთი, იტალია, ლიეტუვა და საბერძნეთი) რამდენიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში.
მრავალ საინტერესო შესაძლებლობას შორის თამარმა არჩევანი გააკეთა University of Rome Tor Vergata-ზე, სადაც წარმატებით მოიპოვა დაფინანსება.
სკოლაში კურსდამთავრებულს ახასიათებენ, როგორც მიზანდასახულ, შრომისმოყვარე მოსწავლეს და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
„თამარის მიღწევა არის შრომის, მიზანდასახულობის, მუდმივი განვითარების სურვილისა და ცოდნის სიყვარულის შედეგი. მისი წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დიდი მიზნების მისაღწევად აუცილებელია მონდომება, პასუხისმგებლობა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.
წინ თამარს ახალი გამოწვევები, საერთაშორისო გამოცდილება და არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ელის. დარწმუნებულები ვართ, რომ ის ღირსეულად წარმოაჩენს როგორც საკუთარ თავს, ისე სკოლა „ცოდნასა“ და საქართველოს.
ვულოცავთ თამარს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ ბედნიერ სტუდენტურ ცხოვრებას, პროფესიულ წინსვლასა და მრავალი ოცნების ასრულებას! შენი წარმატება ჩვენი სიამაყეა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.