
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან, საერთაშორისო დონის განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება. GAHS-ის კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
სკოლაში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატებით ხარობენ.
გიორგი ნათიძე სწავლას პრაღაში, Cybersecurity-ის მიმართულებით აგრძელებს. მან ასევე მიიღო შეთავაზებები Riga Technical University-სა და Vilnius University-სგან, თუმცა არჩევანი ჩეხეთზე გააკეთა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულს წარმატებას ულოცავენ და დიდ მომავალსა და პროფესიული მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, გიორგის და ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებასა და წინსვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.