ტყიბულის N2 სკოლის მოსწავლეთა მორიგი წარმატება - გუნდმა სპორტულ შეჯიბრში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მე-2 ადგილი დაიკავა
08-06-2026

ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, სპორტულ ღონისძიებებში მოსწავლეთა ჩართულობა კი წახალისებულია, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება. 

სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ ღონისძიებაში  - „მხიარული სტარტები“ მორიგი წარმატება მოიპოვეს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის გამართულ სპორტულ-გასართობ შეჯიბრებაში ტყიბულის N2 საჯარო სკოლის გუნდმა მეორე საპრიზო  ადგილი დაიკავა და თასითა და სიგელებით დაჯილდოვდა.

მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი შალვა ბიბილაშვილი გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და ბავშვებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„უდიდესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ყოჩაღ და ენერგიულ მოსწავლეებს ასეთი შემართებისთვის, ბრძოლისუნარიანობისა და გუნდური სულისთვის. თქვენ კიდევ ერთხელ ასახელეთ ჩვენი სკოლა!

განსაკუთრებული და დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას პედაგოგებს ასეთი მხურვალე გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისა და იმ დიდი ენერგიისთვის, რასაც ბავშვების გამხნევებაში დებდნენ! თქვენი მხარდაჭერა თითოეული მოსწავლისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. წინ კიდევ ბევრი მხიარული ასპარეზობა და ახალი გამარჯვებები გველოდება!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203