
დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა.
ქიმიის კლუბ „ნიტრატების“ წევრებმა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები გამართეს.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტებში, დააკვირდნენ სხვადასხვა რეაქციას და იმსჯელეს მეცნიერების მნიშვნელობაზე.
„დღემ უამრავი დადებითი ემოცია, ახალი გამოცდილება და აღმოჩენის სიხარული მოგვიტანა“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ აქტივობების მთავარი მიზანი იყო მეცნიერებისადმი ინტერესის გაღრმავება, შემოქმედებითი და კვლევითი უნარების განვითარება და ბავშვებისთვის სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გარემოს შექმნა.
„ვულოცავთ ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ვუსურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ და წარმატებულ მომავალს! მეცნიერება სახალისოა“,- აღნშნავენ სკოლაში და მოსწავლეებსთვის სკოლაში ბედნიერ ბავშვობასა და შემეცნებითი თავგადასავლებით სავსე სასწავლო პროცესს უზრუნველყოფენ.